შესვლა

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, კამერუნის მოქალაქეს საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა

8 აპრილი, 2022

2022 წლის 7 აპრილის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კამერუნის რესპუბლიკის მოქალაქე პ.რ.-სთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ბენეფიციარმა 2019 წელს მიმართა შსს მიგრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭება, იმ საფუძვლით, რომ კამერუნში არსებული ზოგადი მდგომარეობის გამო მას დაემუქრებოდა სერიოზული ზიანის რეალური რისკი. 

ადმინისტრაციულმა ორგანომ, უარი უთხრა თავშესაფრის მაძიებელს  მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება  „უფლებები საქართველომ“ გაასაჩივრა  თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ 2021 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სრულად გაიზიარა სასარჩელო მოთხოვნა და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა ბენეფიციარისთვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა აგრეთვე თბილისის სააპელაციო სასამართლომ. 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და არ საჩივრდება. პ.რ.-ს ინტერესებს, როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში იცავდა „უფლებები საქართველოს“ იურისტი ნინო ხეცაძე.  

პ.რ.-ს სამართლებრივი დახმარება გაეწია პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ 2019 წლიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით ახორციელებს.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!