შესვლა

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ირანის მოქალაქემ უზენაეს სასამართლოში  ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე დავა მოიგო

6 მაისი, 2022

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც სააგენტოს დაევალა ვ.მ.-სთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა. 

ვ.მ.-სთვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე სასამართლო დავა „უფლებები საქართველომ“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2020 წლის 29 დეკემბერს დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „უფლებები საქართველოს“ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, ბათილად ცნო სახელმწიფო სერვისების სააგენტოს უარი ვ.მ-სთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე და სააგენტოს დაავალა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა.

სააგენტოს ინიციატივით დავა ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებშიც გაგრძელდა. საბოლოოდ,  საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო სააგენტოს საკასაციო საჩივარი, რის საფუძველზეც კანონიერ ძალაში შევიდა გადაწყვეტილება ვ.მ.-თვის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. 

უზენაეს სასამართლოში ბენეფიციარის ინტერესებს იცავდა „უფლებები საქართველოს“ იურისტი, მარიამ მაღრაძე,  IOM-ის პროექტის - ,,COVID-19 და მიგრანტების საჭიროებები სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს მხარდაჭერით. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!