გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ქალის დასაცავად შემაკავებელი ორდერი გამოიცა

„უფლებები საქართველოს“ იურისტის, ელისო რუხაძის დახმარებით, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ქალის დასაცავად, მისი ყოფილი მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
ს.გ.-ს მიმართ მოძალადის მიერ ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ძალადობა, რაც გამოიხატებოდა სისტემატურ, არასასურველ კომუნიკაციაში და დასტურდებოდა პირდაპირი სახის მტკიცებულებით.
„უფლებები საქართველოს“ იურისტის დახმარებით ძალადობის მსხვერპლმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოს და მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა. ამასთან, მსხვერპლის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესახებ მომზადდა და სამართალდამცავ ორგანოს წარედგინა ფსიქოლოგის შეფასება.
საბოლოოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცერმა გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომელშიც „უფლებები საქართველოს“ იურისტის ძალისხმევით გამოიკვეთა გენდერული ნიშნით ძალადობის ფაქტი.
საყურადღებოა, რომ თავად მსხვერპლის პოზიციის გათვალისწინებით, მასთან კომუნიკაციაზე შეზღუდვა დაწესდა იმგვარად, რომ არ დაზიანებულიყო მცირეწლოვანი შვილის საუკეთესო ინტერესი და მამას ბავშვის შეუფერხებლად მონახულების შესაძლებლობა ჰქონოდა.