ვაკანსია: სამართლებრივი კონსულტანტი

ააიპ „უფლებები საქართველო” აცხადებს კონკურსს სამართლებრივი კონსულტანტის პოზიციაზე, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვა და გაძლიერება საქართველოში” - ფარგლებში.
შენიშვნა: იმ პირთა განაცხადები, რომლებიც უკვე წარმოდგენილია „უფლებები საქართველოს" მიერ გამოცხადებული სამართლებრივი კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე 2021 წლის 17 დეკემბრიდან 2022 წლის 20 იანვრამდე პერიოდში, ავტომატურად, ხელახალი მომართვის გარეშე, იქნება განხილული მიმდინარე შესარჩევი კონკურსის ფარგლებში. შესაბამისად, დამატებით განაცხადის გამოგზავნა არ არის საჭირო.
ვაკანტური პოზიცია: სამართლებრივი კონსულტანტი
ანაზღაურება: 2 350 ლარი (დარიცხული ხელფასი)
სამუშაოს დაწყების დრო: 14 თებერვალი, 2022
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მოვალეობები:
- პროექტის ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების და იურიდიული დახმარების გაწევა მათ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე;
- საქმისწარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი მათი განსახლების ადგილებზე და უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
- შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის და საკანონმდებლო წინადადებების ანალიზი და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
- პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
- პროექტის და ორგანიზაციის მიზნებისათვის, სხვა შესაბამისი მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი).
- ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება. თავშესაფრისა და ბინადრობის, ასევე, მოქალაქეობის მინიჭების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- სამართალწარმოების გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებში; საერთო სასამართლოებში წარმომადგენლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- ინგლისური ენა - B2 დონე; რუსული ენა - საკომუნიკაციო დონეზე.
- ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ჩაითვლება უპირატესობად.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, კვლევების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
- სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე; ზეპირი კომუნიკაცია რუსულ ენაზე.
- სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა.
- პრეზენტაციების მომზადება/საჯარო გამოსვლები.
- გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა.
- შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.
გამოცხადებულ პოზიციაზე მომართვის მსურველებმა, 2022 წლის 9 თებერვლის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია მითითებულ ელექტრონულ მისამართზე vacancy@rights.ge:
1. CV (ინგლისურ და ქართულ ენებზე).
2. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.
3. არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი.
4. ორი რეკომენდატორის მონაცემები.
შერჩევა გაიმართება სამ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება;
2. წერითი დავალების შესრულება;
3. გასაუბრება (ინგლისურად და ქართულად).
ინგლისური ენის კომპეტენციის დონის დადგენის მიზნით, შესაძლოა, კანდიდატმა დამატებით გაიაროს ტესტირება.
კანდიდატი, შესაძლოა არჩეულ იქნას გამოსაცდელი ვადით, 2022 წლის 15 მაისამდე.
სავალდებულოა, მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.