შესვლა

კონკურსი სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებასა და  სატრენინგო მომსახურებაზე

20 აპრილი, 2023

შესავალი: 

2022 წლიდან  „უფლებები საქართველო“, „ASB საქართველო“, „ღია სივრცე კავკასია“, „მედია ცენტრი კახეთი“, „ერთად რეალური ცვლილებებისთვის“ და ფონდი „აფხაზინტერკონტი“ ახორციელებენ პროექტს „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“. პროექტი გეოგრაფიულად ფარავს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ზემო იმერეთისა და კახეთის რეგიონებს. პროექტი  დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივ დახმარებას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას  და  სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაზრდას გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. 

პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაზრდა და მათი ფინანსური მხარდაჭერა. აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად, პროექტის გუნდი რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. ერთ-ერთი მიმართულება გულისხმობს პროექტის ბენეფიციარებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადებასა და ტრენინგის ჩატარებას იმ ძირითად სამართლებრივ ასპექტებზე, რომლებიც უკავშირდება ბიზნესის დაფუძნებას/რეგისტრაციას და მართვას. 

„უფლებები საქართველო“ იწვევს შესაბამისი გამოცდილების მქონე ფიზიკურ პირებს შემოთავაზების წარმოსადგენად, შემდეგი მომსახურების მოწოდებაზე: 

1.    ბიზნესის დაფუძნების/რეგისტრაციის და მართვის ძირითად სამართლებრივ ასპექტებზე სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადება;

2.    პროექტის ბენეფიციარებისთვის ბიზნესის დაფუძნების/რეგისტრაციის და მართვის ძირითად სამართლებრივ ასპექტებზე  ტრენინგის ჩატარება; აგრეთვე პროექტის გუნდთან ერთად ტრენინგისთვის საჭირო მასალის (მაგალითად: დღის წესრიგი, პრე და პოსტ ტესტები, პრეზენტაცია) მომზადება. 

სახელმძღვანელო დოკუმენტის და ტრენინგის ენა: ქართული;

ტრენინგი შესაძლოა ჩატარდეს ონლაინ ანდა პირისპირ ფორმატში. ტრენინგის საბოლოო ფორმატი, ჩატარების დრო და სხვა დეტალები განისაზღვრება შერჩეულ პირთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებით. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი შემოთავაზება, რომელიც უნდა მოიცავდეს: 

1. დეტალურ CV-ს;

2. მინიმუმ ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციას;

3. სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებულ დეტალებს: 

•    სახელმძღვანელო დოკუმენტის სტრუქტურის მონახაზს;
•    სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო ვადებს;

4. ტრენინგის საკითხების სავარაუდო ჩამონათვალს;

5. მსგავსი ტრენინგის ჩატარების გამოცდილების დამადასტურებელ ინფორმაციას;

6. შესასრულებელი სამუშაო ჰონორარის ოდენობას ევროში [დარიცხული თანხა, კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო და საპენსიო გადასახადების ჩათვლით]. გთხოვთ, ცალ-ცალკე მიუთითოთ:

•    სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავების ჰონორარი; 
•    ტრენინგის ჩატარების დღიური ანაზღაურება. 

გთხოვთ, შემოთავაზება და მოთხოვნილი დოკუმენტაცია გამოგვიგზავნოთ 2023 წლის 07 მაისის ჩათვლით მეილზე: office@rights.ge 

სავალდებულოა, მეილის დასახელებაში მიუთითოთ: კონკურსი სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებასა და  სატრენინგო მომსახურებაზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 (32) 299 88 56 საკონტაქტო პირი: მარიამ მხატვარი

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!