შესვლა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავშესაფრის პროცედურის ურთიერთმიმართება

6 დეკემბერი, 2021

„უფლებები საქართველომ“ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საქართველოში თავშესაფრის პროცედურის ურთიერთმიმართების საკითხზე კვლევა მოამზადა. კვლევის მიზანი კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების შეთავაზებაა. 

ჩამოტვირთეთ ანგარიში

კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საფრთხის შექმნის  საფუძვლით, თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ საქმეთა განხილვა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საქართველოს საერთო სასამართლოებში.

კვლევის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირის შესახებ წარმოდგენილი რეკომენდაცია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხზე, უმრავლეს შემთხვევაში, შესაძლებელია, არ იყოს ინდივიდუალურად შეფასებული და სათანადოდ დასაბუთებული, რაც თავის მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს თავშესაფრის საქმეთა განხილვის სტანდარტს.

კვლევაში განხილული პროცედურული და საკანონმდებლო ხარვეზების შედეგად, შემოთავაზებულია რეკომენდაციები, რომელიც მიემართება საქართველოს მიგრაციის დეპარტამენტს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს საერთო სასამართლოებს.

კვლევა მომზადდა პროექტის - „გაძევებისა და არგაძევების პროცედურებში უცხოელებისათვის სამართლებრივი დახმარება და მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხების კვლევა“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ 2021 წლის ივნისიდან ახორციელებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და Brot für die Welt-ის მხარდაჭერით. 
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!