შესვლა

საქართველოში მცხოვრები უცხოელი სტუდენტების უფლებრივი მდგომარეობა

25 ოქტომბერი, 2021

2005 წელს ბოლონიის პროცესთან შეერთების შემდეგ, განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაცია სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბოლო წლებში, სტაბილურად მზარდია როგორც უცხოენოვანი პროგრამების რიცხვი, ისე უცხოელი სტუდენტების რაოდენობა. უცხოელი სტუდენტების მზარდი რაოდენობა შენარჩუნდა კოვიდ პანდემიის პირობებშიც. 2020-2021 სასწავლო წლის მონაცემებით, ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 14.6 ათასი უცხოელი სტუდენტი ირიცხება.

ჩამოტვირთეთ კვლევა

უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდის პარალელურად, გამოიკვეთა რიგი საკითხები რომელიც საჭიროებს, როგორც საკანონმდებლო რეგულირებას, ისე პრაქტიკაში არსებული პრობლემების მოგვარებას. აღსანიშნავია, რომ პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა არა მხოლოდ გაართულა უცხოელი სტუდენტების მანამდე არსებული მდგომარეობა, არამედ ისინი სრულიად ახალი გამოწვევების წინაშეც დააყენა.

წინამდებარე კვლევა მიმოიხილავს საქართველოში საერთაშორისო სასწავლო მიგრაციის სახელმწიფო სტრატეგიას და არსებულ ტენდენციებს. ამასთანავე, ერთი მხრივ, საქართველოში მცხოვრები უცხოელი სტუდენტების გამოწვევების იდენტიფიცირებით, და მეორე მხრივ, ადგილობრივი ნორმატიული კონტექსტის და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით, კვლევა გამოავლენს არსებულ გამოწვევებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს, უცხოელი სტუდენტების უფლებებისა და ინტერესების დაცვის ეფექტურობის მისაღწევად. 

კვლევა მომზადდა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და Brot für die Welt ფინანსური მხარდაჭერით.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!