მართლმსაჯულების სისტემის და სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა

პროექტის დასახელება: მართლმსაჯულების სისტემის და სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა
პროექტის ხანგრძლივობა: აპრილი, 2020 - მარტი, 2021
პროექტის მხარდამჭერი: ღია საზოგადოების ფონდი
„უფლებები საქართველო“ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით ახორციელებს კვლევით პროექტს. პროექტი მიზნად ისახავს:
- მართლმსაჯულების სისტემის და სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას;
- საზოგადოების ინფორმირებას მოსამართლეებისა და სასამართლოში არსებული მდგომარეობის შესახებ;
- მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესებას და სასამართლო სისტემის ეფექტიანად ადმინისტრირების ხელშეწყობას.