შესვლა

მოწვევა „მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელის” წევრობაზე

28 ივნისი, 2021

„უფლებები საქართველო” იწყებს დაინტერესებული ორგანიზაციების შერჩევას, რომლებსაც სურვილი აქვთ, გახდნენ მიგრაციის საკითხებზე ადვოკატირების ქსელის წევრი ორგანიზაციები, საქართველოში საადვოკატო საქმიანობისა და მიგრანტთა უფლებების პოპულარიზაციის მიმართულებით. 

ქსელის წევრობის ფარგლებში, ორგანიზაციები მონაწილეობას მიიღებენ სამუშაო შეხვედრებში, სადაც მოხდება წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილების გაზიარება. მათ საშუალება ექნებათ განიხილონ მიგრაციის სფეროში ყველაზე აქტუალური საკითხები, შეთანხმდნენ თანამშრომლობის სფეროებზე და, შესაბამისად, ხელი მოაწერონ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ქსელის მიზანია გამოვლენილი აქტუალური საკითხების ადვოკატირება, სამომავლო პარტნიორობის ხელშეწყობა და საქმიანობის უკეთ კოორდინაცია. ქსელის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრა სომხეთის მიგრაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან სამომავლო თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და ინფორმაციის მიმოცვლის მიზნით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მიგრაციის საკითხები, ასევე სხვა ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან აღნიშნული თემატიკით. 

შერჩევისას „უფლებები საქართველო“ იხელმძღვანელებს შემდეგი კრიტერიუმებით:

•    განმცხადებლის სამუშაო გამოცდილება; 
•    განმცხადებლის მიერ შერჩეული საკითხის აქტუალობა; 
•    განმცხადებლის მოტივაცია; 

დაინტერესებულმა პირებმა 2021 წლის 11 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ანი მუხიგულაშვილს, „უფლებები საქართველოს“ პროექტის კოორდინატორს: ani.mukhigulashvili@rights.ge 

ქსელი იქმნება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM-ის მხარდაჭერით, პროექტი EMERGE-ის ქვეშ, და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, მიმდინარე პროექტის „მიგრაციის საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციების ქსელის შექმნა და მიგრანტების სამართლებრივი დახმარება საქართველოში“ ფარგლებში.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!